“ალეკო ელისაშვილის არანაირად არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს? თუ ასე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება და კონკურენციას გაწევს, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია პოლიტიკურ ველში ასპარეზობა. თუმცა, შიშით, არც მე და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია მისი, მისის შიშით არ დავუყენებივარ მე.”
დავით სერგეენკო – საბურთალოს ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
ამის შესახებ სერგეენკომ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო იმიტომ წარადგინა, რომ მისი შეეშინდა.