ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?!” – პრემიერი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე

„ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, – განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, შს მინისტრობიდან ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოხოვნის საკითხი გუშინ დამოიკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშილმა დააყენეს.

იტვირთბა....