ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებული 10 თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები, ათი თვის ჩვილი, გამოჯანრთელდა.  კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა აქვს.

„ბავშვის ბოლო ტესტირების პასუხი უკვე უარყოფითი იყო. ის ჩაითვალა გამოჯანმრთელებულად და დედასთან ერთად, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება“ – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისათვის, ათი თვის ჩვილს კორონავირუსი 14 ივლისს დაუდასტურდა და მას, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ოჯახის წევრებსა და გამოვლენილ კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

კახეთის რეგიონში სულ 9274 შესაძლო შემთხვევაა ტესტირებული. დადასტურებულია, მხოლოდ ოთხი.

იტვირთბა....