ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. როგორც ცნობილია, დღეს კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 8 ლილოს ბაზრობის წყაროა. 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგის დაწყება დაკავშირებულია იმასთან,რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.
ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება.
24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სულ კორონავირუსის ინფიცირებულია – 1104 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია – 912; გარდაცვლილია – 16; კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 936: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.