ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა საქართველოში: სოფელი ყარაჯალა იკეტება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი იკეტება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდება.

სოფელ ყარაჯალის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ კორონავირუსის ინფიცირებულია – 1104 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია – 912; გარდაცვლილია – 16; კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 936: სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

იტვირთბა....