ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ არ აგვიკრძალავს ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის ცხედრის ნახვა, რა უფლება გვაქვს?” – ექსპერტიზის ბიურო

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, ექსპერტიზის ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არანაირი უფლება არ აქვთ ჭირისუფალს მიუთითონ, რას ნახონ და რა –  არა. ამის შესახებ ექსპერტიზის ბიურომ “აიპრესს” განუცხადა.

„მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება. შესაბამისად, ექსპერტიზის გარდა, როდესაც ჭირისუფალი წაიყვანს ცხედარს, არც ჩვენ კომპეტენციაში შედის და არც გვაქვს უფლება. ჭირისუფალს შეუძლია ნახოს კიდევაც, შეუძლია ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნოს, შეუძლია საზღვარგარეთ გააგზავნოს ნიმუშები. რა უფლება გვაქვს ვინმეს რამეზე მივუთითოთ და ავუკრძალოთ რამე.“ – აცხადებს ექსპერტიზის  ბიურო.

შეგახსენებთ, გუშინ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მის ახლობლებს, რომელებიც იქ იყვნენ მისული, უთხრეს, რომ მისი შვილის ცხედარს ამ საღამოს ვერ გაატანდნენ, რადგან ყინული არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....