ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი კატეგორიულად გამოვრიცხავს.

როგორც თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ ადგილზე, სადაც გარდაცვლილის იპოვეს, ოჯახი მთელი კვირის განმავლობაში დადიოდა.

„თვითმკვლელობის ვერსია არ იქნება მისაღები. ძებნა გაჭიანურდა დროში, გვაინტერესებს რატომ. შაბათ დილით მოხდა ეს შემთხვევა, იმავე საღამოს დაფიქსირდა პოლიციაში განაცხადი, რომ გოგონა დაიკარგა, კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით ძებნას. ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო, რადგან გვითხრეს რომ 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვერ დავიწყებთ ძებნასო. ერთ-ერთი პირველი იყო გოლთეთი, სადაც შევედით, გამოვკითხეთ იქაურები. მათ აღგვიწერეს გოგონა, აღგვიწერეს მანქანა რომ შემოვიდა, შემდეგ დავუკავშირდით თეთრიწყაროს პოლიციას, პოლიცია მოვიყვანეთ და მერე მოახდინეს გასაუბრება გოლთეთის მცხოვრებლებთან. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს. პოლიციისგან სრულ ვაკუუმში ვიყავით და გზის გადაკეტვაც ამან გამოიწვია, უნდობლობას ვუცხადებდით პოლიციას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....