aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ კი, ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა.

თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

იტვირთბა....