ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “უთქვამს, უნდა წავიდე სამსახურიდან, მაგრამ ვერ ვიტყვი მიზეზს, მერიდებაო”- გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას ბაჩალიაშვილის სამსახურის უფროსი დაუკავშირდა, თუმცა სამსახურიდან მისი წამოსვლის მიზეზის შესახებ არაფერი იციან.

გარდაცვლილის დედის ცნობით, ბაჩალიაშვილს უფროსისთვის სამსახურიდან წასვლის მიზეზის თქმის ერიდებოდა.

“სამსახურიდან დამიკავშირდნენ უფროსი, აქ ყველას ძალინ გვიყვარს, ძალიან ვაფასებთო და და გულიც დაგვწყდა, რომ წავიდაო. თქვა, უნდა წავიდე სამსახურიდანო, მაგრამ ვერ ვიტყვი მიზეზს, მერიდებაო,”- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს. მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელ

იტვირთბა....