ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფოტოს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ნახეს. მისი თქმით, ავტომანქანა ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც მარტივად შეიძლებოდა მისი მიგნება. ამის შესახებ მან “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“რთული იყო ხო,ამ ადგილის მოძებნა? (((( მწყემსმა ნახაო, რად უნდოდა მწყემსი ამ ამბავს, თუ საფუძვლიანად მოინდომებდნენ მოძებნას. უკვე ყელში მიჭერს ბოღმა” – წერს გრიგოლია.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს.ა ხალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.