ახალი ამბები

“შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა, ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო” – გოცირიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. ყოველდღე ხდება მკვლელობები, ძალადობა. ეს არის იმ ატმოსფეროს შედეგი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმურა.

გოცირიძის თქმით, ქვეყანაში კრიმინალის გაცოცხლებას ხელი ხელისუფლებამ შეუწყო.

“როცა ჯინს გამოუშვებ იმ იმედით, რომ რაღაცაში დაგეხმარება და ეს რაღაცა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნები და მთელი ამ 8 წლის განმავლობაში კრიმინალი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ და სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი იქმნება. თავს გამოყოფს დამნაშავეთა სამყარო, როლმის მოთოკვა უკვე შეუძლებელია მსგავსი ხელისუფლების მიერ. დამნაშავე არის ხელისუფლება. სტატისტიკა ვნახოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გაუარესებულია. მძიმე დანაშაული, მსუბუქი დანაშაულიც, სხეულის დაზიანება, მკვლელობა, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძარცვა – შევარდნაძის დრო დაგვიბრუნდა,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....