შპს “ზეგ”-ის პროგრამირების მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ, გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერა გაასაჯაროვა.
მიმოწერას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.