ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ ქვეყანაში რა ხდება, ბოლობოლო? ტყის პირას, ტრიალ მინდორში, მანქანა 4 დღე ვერ იპოვეს” – გვარამია ბაჩალიაშვილის საქმეზე

“ტყის პირას, ტრიალ მინდორში, მწვანის მკაფიოდ კონტრასტული ფერის მანქანა 4 დღე ვერ (?) იპოვნა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სანამ გუშინ მთელი დასახლება არ გამოვიდა გარეთ და მთავარი არხის ლაივში საათები ბოლო ხმაზე არ მოითხოვდნენ სამძებრო სამუშაოების ჩატარებას, არც არავინ განძრეულა. ამ ქვეყანაში რა ხდება, ბოლობოლო?”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რითაც, 23 წლის თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....