ჭავჭავაძის 15 ნომერში, კომპანია “ზეგ”-ის ოფისში, სადაც 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.
“ზეგ”-ის დირექტორი, თამარ კობერიძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილი ორ სამსახურში მუშაობდა.
„ჩვენ დავუყენეთ საკითხი – აპირებდა იქ დარჩენას, თუ ჩვენთან და ესეც გვქონდა განხილული. გადაწყვიტა, რომ წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ არ წასულა. ძალიან მორიდებული, კარგი გოგო იყო, არანაირ პრობლემაში და კონფლიქტში არავისთან არ იყო. სამსახურიდან, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ის, რომ ორ სამსახურში მუშაობდა, სწავლობდა და ბევრი დრო არ ჰქონდა, შესაბამისად ჩემთვის სიურპირიზი არ იყო“, – განაცხადა თამარ კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.