გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა.
ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, თეთრიწყაროს ტყის შესასვლელთან დგას.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.