ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამომძიებელმა მითხრა, ლეპტოპი გავხსენით, ის დიდი პრობლემების წინაშეაო” – ბაჩალიაშვილის მამა

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ გამომძიებელმა მას მიაწოდა ინფორმაცია და უთხრა, რომ მისი შვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა.

“ვრეკავ დილით, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძაან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა”. – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....