ფონიჭალაში გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩანიაშვილი, თეთრიწყაროს ერთ-ერთ ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
აქციაზე სამართალდამცავებმა რამდნენიმე პირის დაკავება სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილობრივებმა არ მისცეს.
საპროტესტო აქციაზე მყოფი ადგილობრივები და ბაჩანიაშვილის დედა მოითხოვდნენ გამოძიებას ემოქმედა უფრო ოპერატიულად და მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია და ვერსიები.
“მთავარი არხთან” საუბრისას ახალგაზრდა გოგონას დედა ამბობდა, რომ გამოძიებამ გაუჩინარებიდან, სამი დღის შემდეგ ამოიღო თამარ ბაჩანიაშვილის კუთვნილი კომპიუტერი და ვერ მოახერხა კოდის მოხსნა, რომ ეპოვათ პირადი მიმოწერა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არ დაუკითხავთ მეზობლები. როგორც დედა ამბობს, ის არ იყო სახლში, როცა მისი შვილი გავიდა. ამიტომ არ იცის რა ეცვა, განერვიულებული იყო თუ არა, მეზობლების დაკითხვით კი შესაძლოა ცნობილი გამხდარიყო მცირე დეტალი.
“ძალიან დუნეთ მიმდინარეობს გამოძიება. სრული ვაკუუმი მაქვს ინფორმაციის. მათი შვილები რომ ყოფილიყვნენ ასე მოიქცეოდნენ? პროტოკოლებს და იმას დაუწყებდნენ… დღეს გახსნენ კომპიუტერი, როცა შეიძლებოდა იმ დღესვე გახსნილიყო და იქედან ბევრ ინფორმაცია მოეპოვებინათ”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.