ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ ზუგდიდის ე.წ “მაყურებელი” დააკავა

ზუგდიდში ე.წ. “მაყურებელი” ბადრი ფიფია დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა სადარბაზოდან გამოდიოდა და ავტომობილში ჯდებოდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დაკავებული სავარაუდოდ, იმერეთის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

გამოძიება ფიფიას სავარაუდოდ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 

იტვირთბა....