ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კოხტად დადებული ჩანთა რატომ ვერ იპოვა ბიძამ?! აკი დეტალურად დავათვალიერეო?!” – კილაძე შაქარაშვილის ბიძას მიმართავს

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის გამოკითხვის ოქმში წერია, რომ 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების ადგილას მარტო მივიდა, რომ შაქარაშვილი ეპოვნა. კილაძე ნიკოლაძეს მიმართავს კითხვით, თუ რატომ ვერ იპოვა გარდაცვლილის ჩანთა.

“მირიან ნიკოლაძის გამოკითხვის ოქმი:
20 ივნისი, 2020 წელი
“მე მარტო წავედი ქალაქ მცხეთაში, მივედი მასთან(გიორგის დედასთან),ვინაიდან ამიხსნეს რომ აღნიშნილი ხიდის ადგილი იყო გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ადგილი.პირადად მე დავიწყე დათვალიერება ირგვლივ მთლიანი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დეტალურად,მაგრამ გიორგის აღნიშნულ ადგილას ვერ მივაგენი”
ყურადღება კითხვა: კოხტად დადებული ჩანთა რატომ ვერ იპოვა ბიძამ?!
აკი დეტალურად დავათვალიერეო?!” – წერს კილაძე.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

იტვირთბა....