ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იფიქრეს, რა გავაკეთოთ, რომ ელისაშვილს მოვუგოთო და დააყენეს დავით სერგეენკო… დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ” – ალეკო ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით სერგეენკო მაღალი რეიტინგის მქონე და მისთვის ღირსეული კონკურენტია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

“კვლევები ჩაატარეს და ნახეს, რომ საბურთალოზე ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, იფიქრეს, რა გავაკეთოთ, რომ ელისაშვილს მოვუგოთო და დააყენეს დავით სერგეენკო.

„ჩემთვის სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ. ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად მდინარაძისნაირის ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს. ბიძინა ივანიშვილი იპოდრომზე პარკს გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინიათ ჩემთან არ წააგონ არჩევნები“ – აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკოა.

იტვირთბა....