ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უთ­ქვამს, ხმა­დაბ­ლა ილა­პა­რა­კეთ, აქ ხალ­ხი ცხოვ­რობს და ვწუხ­დე­ბი­თო” – რატომ მოკლეს ვაზისუბანში ყოფილი პოლიციელი

19 ივლისს, ვაზისუბანში სი­ტყვი­ე­რ დაპირისპირებას ფი­ზი­კური ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ მოჰყვა, რასაც 32 წლის ყოფილი პოლიციელის კა­ხა­ბერ თე­გე­ტაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

არსებული ინფორმაციით, თა­ნა­უბ­ნელ­მა 28 წლის იუსუპოვმა თე­გე­ტაშ­ვი­ლი ზურ­გი­სა და ყე­ლის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი დაჭ­რი­ლის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს.

კახა თე­გე­ტაშ­ვი­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ ნი­ცა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო. მისი ოჯა­ხი – ცოლი და ერთი ვაჟი უცხო­ეთ­შია.

მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გარ­დაც­ვლის ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი აცხადებს, რომ ღა­მით მე­ზობ­ლე­ბი ეზო­ში სვამ­დნენ, საკ­მა­ოდ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი მა­ღალ ხმა­ზე ჩხუ­ბობ­დნენ. თეგეტაშვილი ჩა­სუ­ლა და უთ­ქვამს, ხმა­დაბ­ლა ილა­პა­რა­კეთ, აქ ხალ­ხი ცხოვ­რობს და ვწუხ­დე­ბი­თო, რასაც მოჰყვა კონფლიქტი.

“კახა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვა­ზი­სუბ­ნე­ლია და ახ­ლა­ხან ახა­ლი ბინა იყი­და ამა­ვე და­სახ­ლე­ბა­ში. ეს ამ­ბა­ვიც ამ ეზო­ში მოხ­და. ღა­მით მე­ზობ­ლე­ბი ეზო­ში სვამ­დნენ, საკ­მა­ოდ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი მა­ღალ ხმა­ზე ყა­ყა­ნებ­დნენ და ჩხუ­ბობ­დნენ. კახა ჩა­სუ­ლა და უთ­ქვამს, ხმა­დაბ­ლა ილა­პა­რა­კეთ, აქ ხალ­ხი ცხოვ­რობს და ვწუხ­დე­ბი­თო. ეს იუ­კად­რი­სეს იქ მყო­ფე­ბმა და ამას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი. მერე ერთ-ერთი, გვა­რად, იუს­უპო­ვი კა­ხას უკ­ნი­დან მი­ე­პა­რა და ზურ­გში, გუ­ლის მხა­რეს და­არ­ტყა დანა. სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ბევ­რი სის­ხლი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

კახა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. და­სა­ნა­ნია, ასე ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ, არაფ­რის გამო რომ გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა მკვლე­ლი”, – აცხადებს თეგეტაშვილის ახლობელი.

თ.ი. ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იტვირთბა....