„2020 წლის „ ქართული ოცნების“ მაჟორიტარების პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ბიზნესმენების დიდი ნაწილი ზუსტად ასე დამწკრივებულები ისხდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე. 2012 წელს 2007-2008 წლებში ისინი არა მარტო „ნაციონალების“ კანდიდატები იყვნენ, სამარცხვინოდ ჩამწკრივებულები იდგნენ ფინანსურ პოლიციაში, „ნაცების“ ოფისში – როგორც მორჩილი შემომწირველები. ზოგიერთი შემდეგ მართლაც დაასაჩუქრეს და დანიშნეს დეპუტატად, თუმცა იგივე ხალხი ასევე მორჩილად გადმობარგდა „ოცნების“ რიგებში. შედეგად, უკვე მთელი ათეული წელია „ნაცებთან“ შეხმატკბილებულ „ოცნებას“ გვთავაზობს ხელისუფლება. მოკლედ, პარლამენტი თითქოს მოედანი გახდა, სადაც ყველა ბიზნესმენს უნდა მოხვედრა, როგორც კი მცირე ფულს დააგროვებს.”
დავით ჭიჭინაძე – “ტრიბუნას” ლიდერი
ამის შესახებ ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები შეაფასა.