aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ოცნება “ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა ” – გოცირიძე

“წარდგენილ კანდიდატებს რესურსიც კი არ ჰქონდათ ოდნავ განზე გაეხედათ. ამ პარლამენტში ვიღაცები ხომ გაიქცნენ, დამოუკიდებლობის რესურსი ხომ აღმოაჩნდათ, ამათ დამუკიდებელი მოქმედების რესურსიც კი არ აქვთ. მთავარი მოთხოვნა არის ივანიშვილისადმი პერსონალური მორჩილება, აქ სამმაგად მორჩილი ადამიანები ჰყავთ, რომლებსაც არც თავიანთი პოლიტიკური წონით, არც რაიმე სხვა თვისებებით არ აქვთ შანსი, ერთი საათით გაებუტონ ივანიშვილს, არათუ გამოეყონ. საბჭოთა კავშირში ფეხბურთის ლიგა იყო ასეთი: ა კლასი, ბ კლასი, ც კლასი და მერე მოდიოდა რაიონის გუნდები, „ჭე“ კლასს ვეძახდით. აი „ჭე“ კლასის დონეზე დაეშვა “ქართული ოცნება” და მისი საკადრო შემადგენლობა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები შეაფასა.

იტვირთბა....