ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა – ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს

“ბი-ბი-სი-ს ინფორმაციით, ოქსფორდის ვაქცინამ ტესტირება წარმატებით გაიარა და ის ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას იწვევს. 1,077 ადამიანზე ჩატარებულმა აცრებმა აჩვენა, რომ ინექციის შემდეგ ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებს და ეგრეთ წოდებულ T-უჯრედებს გამოიმუშავებს, რომელთაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი შესწევთ.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის ტესტირების შედეგები ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება გასარკვევი; მათ შორისაა – არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ვირუსისგან სრულად იყოს დაცული.

დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

იტვირთბა....