ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიმპათიაზე რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი” – იმნაძე “ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე

იმნაძე

მმართველი პარტიის მიერ, კოჯორში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც დაესწრო.

ჟურნალისტის კითხვაზე: მიანიშნებს თუ არა მისი იქ ყოფნა პოლიტიკურ სიმპათიაზე – იმნაძე პასუხობს: “სიმპათიაზე რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.

რაც შეეხება კითხვას: მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....