“თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?!”
რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 30 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა. კანდიდატები პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.