aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება” სრულად გაკოტრებულია” – სამადაშვილი

“მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კადრების მოზიდვის რესურსი აქვთ და საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენას აპირებდნენ. დღეს კი ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესაა ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და გამაერთიანებელი თვისება არის ის, რომ უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა, ხოლო კანდიდატები საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობს კანდიდატები 30 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა.

 

იტვირთბა....