ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს. განზრახ მკველობის ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს

თბილისში 32 წლის კაცი განზრახ მკველობის ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი ცივი იარაღით ზურგის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....