ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ მათ შაქარაშვილის გვარი ახსენეს. „ჩვენ, რომ მათთვის ეს არ გვეთქვა შეიძლებოდა ეს „ვაბშე“ არ მომხდარიყო” – ახალგაზრდა ქალბატონი ახალი დეტალებით

ახალგაზრდა ქალბატონის განცხადებით, 15 ივლისს ვარკეთილში მდებარე 105-ე საჯარო სკოლის ეზოში შაქარაშვილის საქმეზე 4 მამაკაცის საუბარი მოისმინა. მისი თქმით, თითქოს ეს ადამიანები შაქარაშვილის ოჯახს რაღაცას უმალავენ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათგან ერთ-ერთი მცხეთის ინციდენტში მონაწილეობდა. ახალგზარდა ქალბატონი ტელეკომპანია „ფორმულას“ თავად დაუკავშირდა.

„ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ მათ შაქარაშვილის გვარი ახსენეს. „ჩვენ, რომ მათთვის ეს არ გვეთქვა შეიძლებოდა ეს „ვაბშე“ არ მომხდარიყო. ეს რომ შაქარაშვილების ოჯახმა გაიგოს, მაგრად დაგვარტყამენო“ – ეს, რა თქმა უნდა, სხვა ასპექტში იყო ნათქვამი.

ერთ-ერთი ბიჭი რაღაცებს იხსენებდა, თუ როგორც იცნობდა მის ოჯახს, სტადიონზე თამაშს, როგორი დრო ჰქონდათ გატარებული.

თქვეს, რომ „ის ხომ გადააგდე“, ანუ იყო მანდ რაღაცა ისეთი, რაც გადააგდეს ან გადამალეს – არ ვიცი“ – ამბობს უცნობი ქალბატონი.

ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

იტვირთბა....