მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა. ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე – სრულიად და გაუგონრად კოშმარული…”

“წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია. ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე(თ). ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე იმ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა.
ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე – სრულიად და გაუგონრად კოშმარული.
დღეს, პიეფის დასრულების შემდეგ, 22:30, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, მთავარ აქცენტებში გავარჩევთ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას და შევეცდებით დავადგინოთ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზები. გარდაცვალების და თანხმლები საზარელი პროცესების”

ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

იტვირთბა....