“ეს დაზიანებები გარდაცვალებასთან კავშირში ვერ იქნებოდა… სად მიიღო დაზიანებები? ძიებას წინ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, ვგულისხმობ შემთხვევის ადგილს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და მერე როგორ აღმოჩნდა წყალში? რთული რელიეფია იქ, რომ დაგორდე, სხვანაირი ხასიათის დაზიანებებს მიიღებ. ეს დაზიანებები არ არის ხევში გადავარდნით და გადაჩეხვით მიღებული”
ზაზა ალთუნაშვილი, კრიმინალისტიკური ექსპერტი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.