ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს…”

18 ივნისის წვეულების იუბილარი, ანა გაბეჩავა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიმართავს და ახალგაზრდას გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

“მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა, ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა, მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ და მეც განვიცდი ამ ამბავს იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ, ვინც დამნაშავე არის ამ ყველაფერში, არცერთი წამით არ დავიცავ არცერთ მათგანს”, – ამბობს ანა გაბეჩავა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

იხილეთ ანა გაბეჩავას მიმართვის ვიდეო:

იტვირთბა....