მთავარი ციტატა

“ეს ყველაფერი მართლა მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა, ძალიან ცუდად ვარ”- ანი გაბეჩავა

“მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო. მაგინებენ, მლანძრავენ, უარესის ღირსი ხარ, შენ რატომ არ მოკვდი მის მაგივრად და ასეთებს მწერენ… ეს ყველაფერი მართლა მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა. მეც ძალიან ცუდად ვარ და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. რაღაც ისეთი იყო, რომ ჩემგან არ გამოდიოდა და არც მიფიქრია იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი. რომ მეფიქრა, აუცილებლად დავრეკავდი. არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ნაქირავები სახლის ბრალიც არ ყოფილა. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების.”

ანი გაბეჩავა – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე

ამის შესახებ გაბეცავამ ტვ “პირველტან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაქშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხვას საქმის ფიგურანტებს. გიორგი ძაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ინციდენტის დროს, მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.

იტვირთბა....