“ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და კახი კალაძეს, მე რომ არ ვთქვა, იგრძნობა ისედაც და ყველა ხვდება რომ მაღალი რეიტინგი აქვთ ვიდრე სხვა დანარჩენს. საერთო რეიტინგი რაც არის ხოლმე პარტიის, ის შეიძლება იყოს სხვა ნიშნულზე და მეტი იყოს პარტიის სამი ლიდერის რეიტინგი”
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ვიცესპიკერი
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.