ახალი ამბები მთავარი

“ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში – როდის? როცა ამის დრო დადგება” – გოცირიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ტყუილად ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება. ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ის საქართველოში დაბრუნდება, როცა ამის დრო დადგება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადება “ქართულ ოცნებაში” არასწორად და “ბრიყვულად” გაიგეს.

“მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიტველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიტველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? “უკრაინელი” ბრჭყალებში, რადგან სულით ხორცამდე ქართველია. ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და მისი ადგილი ექნება. როდის? – როცა ამის დრო დადგება,”- განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....