“ასეთი კონფიგურაციით, ანუ დღეგამოშვებით, გაყოფილი კლასების დასწრება სკოლაში და მეორე ნახევრის ონლაინ რეჟიმში სწავლება არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს. ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადის გამოყენების ეფექტურობაც.“
მარინა ეზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებითგანაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ მუშაობენ სკოლებში სწავლის შერეული მოდელის შემოღებაზე, რაც ონლაინ სწავლების და საკლასო მეცადინეობების მონაცვლეობას ითვალისწინებს.