“რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე იფიქრონ, არ არსებობს.