“ჩემი უნაკლო” – ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დის ანი შაქარაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ძმის ფოტოს შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი, რომელიც თითქმის არასოდეს გამოირჩევა საჯარო აქტიურობით.
მის მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს უცნობმა მოქალაქეებმა. “თქვენი გიორგი მთელ საქართველოს უყვარს. იამაყეთ საკუთარი თავით, რომ ასეთი ანგელოზის დედობა გარგუნათ ღმერთმა. იტირონ იმ დედებმა, რომლებმაც ასეთი კაციჭამია ჯალათები გაზარდეს!!! გიო ღმერთთანაა, ყველაზე უსაფრთხო ადგილას” – წერს მოქალაქე.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი სერიოზული ფიზიკური დაზიანებებით 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. დაკავებულია 17 ადამიანი. გამოძიება გრძელდება. სასამართლო პროცესი თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.