ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და პროცესები დეესკალაციისკენ, სამშვიდობო” – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე პროცესს ეხმაურება.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, აუცილებელია, მხარეები 14 ივლისამდე, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ.

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 14 ივლისამდე, ანუ, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე.

კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩრთულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთო-ს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მექანიზმებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ წაიყვანონ პროცესი დეესკალაციისა და სამშვიდობო შეთანხმებისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ახერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუ

იტვირთბა....