“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხინვალის თავზე რუსების ანძაა რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე “რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ”.
“განათებული ხაზი ჯვარი არ გეგონოთ რომელიმე ეპარქიაში. წვერიახოს მთაზე, ცხინვალის თავზე რუსების ანძაა (პილინგატორი) რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ. შარშან “კურორტზე” ვიყავი და არ მახსოვს, შარშანწინ არ იყო. ეგაა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის შენარჩუნების (არგაღიზიანების) პოლიტიკა”, – წერს ოქრუაშვილი.