“კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა, ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ. ოპოზიციისთვის კი კობახიძე მხოლოდ მისალოცია, რადგან „ოცნებამ“ ამით დესტრუქციული გზა აირჩია. რადგან კობახიძე კოლექტიური ზარდიაშვილების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, ვინც გარდა იმისა, რომ გასაშვები ადამიანების სიებით დარბოდა პერიოდულად ივანიშვილთან, ახალგაზრდებთან კომუნიკაც კი არ შეუძლია, ისტერიკაში ვარდება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის დროს და უბრალოდ გარბის.”
დავით ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძვანელად აირჩიეს. სხდომას ბიძინა ივანიშვილი ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.