რატომ ებრძვის იუსტიციის მინისტრი ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის ბიზნესს და რა მოტივი ამოძრავებს მას, “მეტრონომი” ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. “მეტრონომმა” უკვე მოამზადა მასალა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლამდე გაუხანგრძლივდა და ამას იუსტიციის სამინისტრო საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებს. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 15 ივლის გამოცემულ ბრძანებას ნოტარიუსების საქმიანობის შესახებ, რომლის ერთ-ერთ პუნქტით უცხოეთის მოქალაქეებს ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების დამოწმება ეკრძალებათ, თუნდაც მინდობილი პირის მონაწილეობით.
ბრძანების შინაარსი ნოტარიუსთან გადავამოწმეთ, რას ითვალიწინებს არსებული პუნქტი და რამდენად ზღუდავს ის უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში ნოტარიული მომსახურების მიღებას.
“ამ პუნქტით უცხოეთის მოქალაქეს არ შეუძლია, ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული პროცედურები სანოტარო ბიუროს საშუალებით მოაგვაროს. მათ არ შეუძიათ ასევე, აიყვანონ მინდობილი პირი და მისი მონაწილეობით მიიღონ მომსახურება. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი შეზღუდვა იყო, რომ პირი თავად უნდა წარსდგეს ნოტარიუსში და არა მინდობილობით. ამ ცვლილებებში დაიწერა, რომ უშუალოდ უნდა წარსგეს პირი და მოაწეროს ხელი. ეს შეზღუდვა დაწესდა პანდემიამდეც.
ზოგაგად, ეს შეზღუდვა გაუგებარია ჩემთვის, რადგან ეს არის სანოტარო მომსახურების შეზღუდვა. ინ ვიტრო განაყოფიერებას რაც შეეხება, ამის შეზღუდვაც ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ რა შუაშია, უცხოეთის მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქე?!” – აცხადებს ნოტარიუსი.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების შეზრუდვას ეხმაურებიან კლინიკებშიც. ინ ვიტრო განაყოფიერების კლინია “ბეტა პლიუსის” ექიმი მაია მიქავა უცხოელ წყვილებზე დაწესებულ შეზრუდვას მიზანმიმართულს უწოდებს და აცხადებს, რომ დაწესებულ შეზღუდვებზე უკმაყოფილებას თავად სუროგატი დედებიც გამოთქვამენ.
“ვფიქრობ, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ამის უკან დგას უამრავი ხალხი, ექიმები, თანამშრომლები, რაც მთავარია პაციენტები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ მშობიარობა და სჭირდებათ სუროგატი დედების დახმარებით ბავშვის გაჩენა. ეს აკრძალვა არასწორი მიდგომაა. თვითონ სუროგატ დედასთან ემბრიონის გადატანას ვერ ვახერხებთ, რადგან ნოტარიულად რა საბუთებიც კეთდება, ეს აკრძალულია და ეს პროცედურა შეჩერებულია. ქართველებზე ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არაა. შეჩერებულია ეს პროცედურები უცხოელი წყვილებისთვის და ამაზე თავად სუროგატი დედები გამოხატავენ უკმაყოფილებას “- აცხადებს მაია მიქავა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებას არალოგიკურს უწოდებს იგივ კლინიკის ექიმი ია ხიზანიშვილი და აცხადებს, რომ ადამიანებს შეუზღუდო დედობის უფლება, ეს პირდაპირ დანაშაულია. მისივე თქმით, სუროგაციის სფეროში არსებულ პროცედურებს კორონავირუსი ხელს არაფერში უშლის, ვინაიდან ბიოლოგიურ მასალის ქვეყნიდან გადაგზავნა და ქეყანაში გამოგზავნა წყვილის ადგილზე ჩამოსვლის გარეშეცაა შესაძლებელი.
“მე ვერ ვიტყვი, ვინ რას ებრძვის, მაგრამ რასაკვირველია, ალოგიკურია, რასაკვირველია, ყველა ქალს უნდა მიეცეს დედობის საშუალება, ეს იქნება სუროგაცის თუ დონაციის დახმარებით, თუ იმ დამხმარე ტექნოლოგიებით, რომლებიც 21-ე საუკუის მონაპოვარია. ალოგიკურია ნებისმიერი სხვა შეზღუდვის არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში.
ამ პროცედურას კორონავირუსი აბსოლუტურად არაფერს უშლის ხელს. თავისუფლად შეიძლება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა ან პირიქით, საქართველოში გადმოგზავნა ისე, რომ აქ საერთოდ არ შემოვიდნენ უცხოელი წყვილები. ზოგადად, აკრძალვა სუროგაციის, დონაციის, ინ ვიტრო განაყოფიერების და ნებისმიერ დამხმარე საშუალებით, რაც კი ჩვენ დედობის სიხარულს მოგვანიჭებს, ეს არის დანაშაული. ამას კი არ უნდა ებრძოლოს ვინმე, პირიქით, დაფინანსება უნდა მოიპოვოს მთავრობამ და ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა დააფინანსოს. მთელი მსოფლიო ეხმარება საკუთარ უშვილო წყვილებს და აფინანსებს ინ ვიტრო განაყოფიერაებას. აქეთკენ მიმართონ საკუთარი ძალები. კორონაზე იმდენი თანხა შემოვიდა, რომ ნაწილი თანხა ჩვენც მოგვცენ, რომ უშვილო წყვილებს ინ ვიტრო განაყოფერება გავუკეთოთ,” – განახადა ია ხიზანიშვილმა.
“მეტრონომმა” კითხვებით მიმართა იუსტიციის სამინისტროსაც. გაზეთი დაინტერესდა, რატომ ეკრძალებათ უცხოელ მომალაქეებს სანოტარო ბიუროში მხოლოდ და მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ არსებული ხელშეკრულების დამოწმება. თუმცა, დიდი მცდელობისა და არაერთი განხორციელებული ზარის მიუხედავად, უწყებამ კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა.
ინ ვიტრო განაყოფიელების პროცედურების გასავლელად შეზღუდვები რომ მიზანმიმართულადაა დაწესებული, ამაზე ბევრი ფაქტორი მიუთითებს. უცხოელ მომალაქეებს სანოტარო ბიუროში მხოლოდ და მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ არსებული ხელშეკრულების დამოწმება ეზღუდებათ, სხვა მიმართულებით კი მათ ნოტარიული მომსახურების მიღების სრული თავისუფლება აქვთ. არსებული რეალობა კი ეჭვის საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ მთავრობისთვის მინიჭებულ უფლებებს იუსტიციის მინისტრი პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
“მეტრონომი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სხვა მასალასაც, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე იუსტიცის მინისტრის მორიგ გადაწყვეტილებებს ეხება. საქმე ეხება კვლავ ნოტარიუსების საქმიანობის შეზღუდვას. ნოტარიუსი, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობას არ ასაჯაროებს, “მეტრონომს” მინისტრის უსაფუძვლო და უსამართლო გადაწყვეტილებებზე ესაუბრა.
თათია შაიშმელაშვილი