ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა

რუსთავში საცხოვრებელი სახლის ეზოში, გიურზამ ძაღლი დაკბინა.

ძაღლი “ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება”-ში გადაიყვანეს.

როგორც ვეტერინარი აცხადებს, 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.

„შემოვიდა სახის შეშუპებით, ნაკბენი აღენიშნებოდა ყბა-სახის მიდამოებში. ჩვენთან ის კბენიდან დაახლოებით 1 საათში მოიყვანეს. შევიყვანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ ყველანაირი პროცესი, რომელსაც იწვევს გველის შხამი, დასტაბილურებულიყო“, – აცხადებს ვეტერინარი გიორგი ხმალაძე.

იტვირთბა....