ახალი ამბები მთავარი

ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 17.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8 პროცენტით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში ერთი მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა. ყველაზე მსხვილი გადმორიცხვები რუსეთიდან და იტალიიდან ფიქსირდება, მესამე ადგილზე კი აშშ-ია.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტია.

იტვირთბა....