aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აზერბაიჯანში ასობით ადამიანმა ხელისუფლებისგან სომხეთთან ომის გამოცხადება მოითხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანში ასობით ადამიანი სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, თუმცა აქციამ მალევე პოლიტიკური სახე მიიღო და აქციის მონაწილეების ნაწილი ხელისუფლებისგან სომხეთისთის ომის გამოცხადებას მოითხოვდა. არასანქცირებული აქცია არეულობით დასრულდა.

აქციაზე ისმოდა მოწოდებები ერევნის დაბომბის დაწყებისა და მთიანი ყარაბაღის დაბრუნების შესახებ. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს და აქციის მონაწილეების შესაჩერებალდ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში მხოლოდ 4 სამხედროს დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ოფიციალური ერევანი ბაქოს დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....