“ბუნებრივია მექნებოდა განცდა, ამას როგორც ექსპერტი არ გპასუხობთ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ბუნებრივია მაღალი ალბათობით მექნებოდა განცდა, რომ აქ უნდა ყოფილიყო ის რაც თქვენ შემეკითხეთ.“
ალექსანდრე გეჯაძე – ექსპერტი
აღნიშნული განცხადებით გეჯაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ, ექნებოდა თუ არა განცდა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.