“ნაციონალური მოძრაობა” არის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გასვლას. “ძალა ერთობაშია” იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით – კიდევ უფრო გაფართოვდება. შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შესაძლოა “ძალა ერთობაშია” დაეტოვებინა.