ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მსუბუქი ხარისხის დაზიანება ითვალისწინებს შედარებით ნაკლებ სამართლებრივ სანქციებს” – რა წერია შაქარაშვილის საქმის ექსპერტიზის დასკვნაში

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში წერია, რომ 19 წლის ფეხბურთელს მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. თუ რას ნიშნავს ექსპერტიზის დაკვანქში ჩაწერილი განსაზღვრება, – მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ამის შესახებ “ტვ პირველი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს ესაუბრა.

გეჯაძე ამ ტერმინს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს ბრალდებულთათვის სასჯელის დამძიმებას ხელს არ შეუშლის.

“მსუბუქი ხარისხის დაზიანება ითვალისწინებს შედარებით ნაკლებ სამართლებრივ სანქციებს სისხლის სამართლის კოდექსით, ვიდრე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსუბუქი ხარისხსის დაზიანება, რომელიც ცოცხალ პირში გამოიწვევდა ჯანმრთელობის მოსპობას, ეს სასჯელის სიმძიმეს ხელს არ შეუშლის” – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....