“ის ადგილი, რაც გადაწვეს, ზუსტად იქ მოკლეს შაქარაშვილი, ზუსტად იმ ადგილზე ატარეს და იქიდან გადააგდეს ხიდიდან. იქ პირველი წუთიდან იყო ჩარეული ქალბატონი გიორგობიანი, ვინც არიან თანამდებობის პირები და ამ საქმეს აფუჭებდნენ ამ 4 დღის განმავლობაში.”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – თემირლან მაცალიკასვილის მამა
ამის შესახებ მაღალიკაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. ამ დროისთვის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.