გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი შაქარაშვილის ქუჩისთვის თანხა გროვდება და მითითებულია ანგარიშის ნომერი.
აღნიშნულს, შაქარაშვილის მეგობარი, გიორგი მამუჩიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს.
“მსგავს ტექსტებს არ მიაქციოთ ყურადღება და შეცდომაში არ შეგიყვანონ!” – წერს მამუჩიშვილი.